ახალი ამბები

ხშირია სკვერებში ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევები – გორის კეთილმოწყობის სააგენტო 

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგნტოს ინფორმაციით, ქალაქში არსებულ სკვერებშო მოქალაქეები ხშირად აზიანებენ ინფრასტრუქტურას.

უწყების ცნობით, დაზიანებული სკამები და ლამპიონები ახლით პერიოდულად იცვლება. 

“დასასვენებელ სივრცეებში იცვლება დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები. ინვენტარის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა. სამწუხაროდ, სკვერებში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონების, საბავშვო ატრაქციონების და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტებს. ერთად გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ჩვენ ქალაქს!”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.