ახალი ამბები

ხიდისთავის სკოლის ეკოკლუბი კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ფინალშია

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბი “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022” – ის ფინალისტია.

ნახევარფინალში სკოლის ეკოკლუბმა, წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური აქტივობები წარადგინა.

“კიდევ ერთი წარმატებული დღე უმაგრესი პრეზენტატორი გოგონები ანა და ნია, ფინალში ვართ. წარმატებები ჩემს ეკო კლუბ EKOteens, მადლობა CENN-ს არაჩვეულებრივი საჩუქრებისთვის, რომელმაც ჩვენს კლუბს 500 ლარიანი “ბიბლუსის ‘ვაუჩერი აჩუქა”, – წერს სკოლის პედაგოგი, მიმოზა ღოლიჯაშვილი.

ინფორმაციისთვის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წლიდან CENN-ის მიერ, პროექტის “ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ფინალისტებს შორისაა შიდა ქართლის კიდევ ერთი, კასპის მე-3 საჯარო სკოლაც.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.