ახალი ამბები

ნინო თაბურაშვილის ნათესავებმა მოქანდაკის 50-მდე ნამუშევარი კასპის მუზეუმს აჩუქეს

კასპში მოქანდაკის, მხატვრის და მწერლის, ნინო თაბუაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. 

თაბურაშვილის ნამუშევრები გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფინეს. 

“სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა შემოქმედებითი მუშაობა სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, რომელიც ქანდაკებებთან ერთად მოიცავს ბარელიეფებს, მედალიონებს, ნახატებს ფერწერულ და გრაფიკულ ჟანრში”, – ასე იხსენებენ ნინოს ცხოვრებას კასპში. 

მას “თაბურას” ეძახდნენ და ხშირად დღემდე ასე მოიხსენიებენ. 

ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით გამართულ გამოფენებში, ორჯერ კი მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. იგი იყო მრავალი არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და მხატვარი. შემდეგ ის მწერლობამ გაიტაცა და ათზე მეტი ისტორიული რომანი გამოსცა.

მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, ნამუშევრები კი დაცულია მუზეუმებში, კულტურის სამინისტროსა და სამხატვრო ფონდის საცავებში, ასევე ინახება ოჯახებში.

ნინო თაბუაშვილი 2018 წელს გარდაიცვალა. 

მოქანდაკის ძმისშვილებმა ქეთი და გიორგი თაბუაშვილებმა, მუზეუმს 30 ბარელიეფი, 10 მრგვალი ქანდაკება, 12 ფერწერული ტილო და წიგნები საჩუქრად გადასცეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.