ახალი ამბები

გორის მერი მივლინებით დუშეთში იმყოფებოდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი მივლინებით დუშეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, – ეს ინფორმაცია “მოზაიკამ” მერიის პრესსამსახურისგან მიიღო.

უწყების ინფორმაციით, მერი ორ-დღიანი მივლინებით, „ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის“ მიერ ორგანიზებული სემინარს დაესწრო.

“13-14 ივლისს გამართულ სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები, ჩეხი ექსპერტები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის გუნდი შედგება ჩეხეთის სამი უწყების ექსპერტებისგან: კრკონოშეს ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ჩეხეთის ბუნების დაცვის სააგენტო და სუმავას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.

“გორის მერიიდან სემინარს დაესწრო მერი მერიის იურისტთან ერთად. შეხვედრაზე იმსჯელეს დაცული ლანდშაფტების არსებული მართვისა და ახალ, შეთავაზებულ თანამედროვე მიდგომებზე, განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.