ახალი ამბები

შშმ პირებმა ხაშურიდან ჯომარდობის და მშვილდოსნობის ტურნირში II ადგილი დაიკავეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალიზაციის მიზნით, აფხაზეთის ომის გმირის,  გოდერძი ზაქარიას სახელობის ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატში რვა მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა. მათგან ერთ-ერთი იყო ხაშური. მუნიციპალიტეტიდან ჩემპიონატში გუნდი “მგლები” მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაშიც ხაშურის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის „მომავლის სახლის“ ბენეფიციარებიც იყვნენ.

“გუნდმა მონაწილეობა მიიღო ჯომარდობისა და მშვილდოსნობის ტურნირში, რომელიც ბორჯომში, სოფელ ჩითახევში გაიმართა. „მგლებმა“ ღირსეულად იასპარეზა და მეორე ადგილის მფლობელიც გახდა’, – აცხადებს ხაშურის მერია. 

უწყების ცნობით, ტურნირის მხარდამჭერი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის და სპორტის სამსახური.

‘სამსახური პროგრამით უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას. გარდა ამისა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭო, რომელიც აქტიურად ახორციელებს აღნიშნული პირების მხარდაჭერას’.

დატოვეთ კომენტარი