ახალი ამბები

“ატენში გზის რეაბილიტაცია აქამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ ხალხი ვერ ხედავდა” – მერის წარმომადგენელი

ატენში კილომეტრნახევრიან გზის მონაკვეთზე სამუშაოები კვირას განახლდება, – ამის შესახებ “მოზაიკას” ატენის თემში გორის მერის წარმომადგენელმა, შოთა ვანიშვილმა განუცხადა.

ვანიშვილის თქმით, მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ უახლოეს პერიოდებში გზის რეაბილიტაციით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

“გუშინ მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია კვირას განახლდება. მოსახლეობას მტვერი აწუხებს. აქამდეც მიმდინარეობდა სამუშაოები, მაგრამ ამ მონაკვეთიდან მოშორებით იყო და ეს ხალხი ვერ ხედავდა. გადაწყდა, რომ ამ მონაკვეთზე კვირას განაახლებენ მუშაობას, რომ დროულად დაასრულონ”, – განმარტა შოთა ვანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, 13 ივლისს ატენში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ადგილობრივები გზის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას ითხოვდნენ.

დატოვეთ კომენტარი