ახალი ამბები

„დილა“ VS „კუპსი“ – გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეუძლიათ

14 ივლისს გორის „დილა“ უეფას “კონფერენს ლიგის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ფინურ „კუპსს“ დაუპირისპირდება.

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 ლარი ღირს. გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეუძლიათ, მატჩის დღეს იმუშავებს სტადიონის სალაროებიც.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა „დილამ“ ფინეთში 0-2 დათმო, განმეორებითი შეხვედრა კი 14 ივლისს გორში, 21:00 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.