ახალი ამბები

გაზის ბალონის დასატვირთად აგარაში დავდივართ – ლეთეთში გაზის შეყვანას ითხოვენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთის მოსახლეობა სოფელში გაზის შეყვანას ითხოვს.

როგორც “მოზაიკას” ადგილობრივი ვახტანგ ბაიდაური უყვება, მმართველი პარტიისგან სოფლის გაზიფირების დაპირება წინასაარჩევნოდ მიიღეს. 

“ამოვლენ დაგვპირდებიან, მაგრამ საქმეს არავინ აკეთებს. სოფლის კრებებიც ჩატარდა, გულიაშვილიც დაგვპირდა, მაგრამ მაინც ასე ვართ. რა გახდა 21-ე საუკუნეში გაზის შემოყვანა?!  გაწვალებულები ვართ, გაზის ბალონის დასატვირთად აგარაში დავდივართ”, – გვითხრა ვახტანგ ბაიდაურმა.

ლეთეთი ქარელიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში 86 ოჯახი ცხოვრობს.

“აქამდეც უნდა ყოფილიყო სოფელში გაზი შემოყვანილი. იმდენ დაპირებებს გვაძლევენ ყოველ სოფელში ამოსვლისას, მაგრამ მიდიან და არაფერს აკეთებენ”, – ამბობს მზია კარაპეტოვი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი