ახალი ამბები

თუ გარემოვაჭრეების გაყრიან, ისედაც გაზრდილი ფასები, კიდევ უფრო გაიზრდება  – ჩხარტიშვილი 

“სოლიდარობის ნიშნად, დღეს მეც ვიქნები გარემოვაჭრე და მათთან ერთად ვივაჭრებ გარკვეული დროის განმავლობაში”, – ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი გორში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად ჩამოვიდა და მათთამი სოლიდარობის ნიშნად ჩუსტების გაყიდვა დაიწყო. 

ჩხარტიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდა, გარემოვაჭრეებს ნაცვლად იძულებისა სხვა ტერიტორიაზე გადავიდნენ, ადგილზე შეუქმნან პირობები, რათა ყოველგვარი სანიტარული ნორმებისა და ქალაქის იერსახის დამახინჯების გარეშე ივაჭრონს.

“როგორც ევროპაშია, ისე არსებობდეს გარევაჭობის წესები ჩვენთანაც. კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ ამ ადამიანებს შეუნარჩუნდეს ოჯახის რჩენის ერთადერთი წყარო, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული, იმავე ადგილას. დაუწესონ საზღვრები და იმ საზღვრის იქით ივაჭრონ, ისე რომ ფეხით გადაადგილება არ შეაფერხონ. სისუფთავისა და სანიტარული ნორმების კონტროლი შეუძლია მერიას, კეთილი ინებოს, შეცვალოს შესაბამისი აქტი და დაუმზადოს ლამაზი დახლები და ეს ხალხი ივაჭრებს”, –  განაცხადა ჩხარტიშვილმა. 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, გორში გარევაჭრობის აკრძალვა ხელისუფლებისა და ცალკეული ბიზნესმენების ინტერესებში შედის. 

“სამწუხაროდ იკვეთება ხელისულფებისა და ჩინოვნიკების ინტერესები, როგორიც არის მაგალითად ახალი ბაზრის მფლობელები. უნდათ იძულებით, არახელსაყრელი პირობებში გადაიყვანონ გარემოვაჭრეები. გორელებს მინდა ვუთხრა, თუ გარემოვაჭრეებს გაყრიან, ისედაც გაძვირებული ფასები, კიდევ უფრო გაორმაგდება, იმიტომ რომ რაც მეტია გამყიდველი, მით ნაკლებია ფასი. ეს არის ელემენტარული პრინციპი, რომელიც ყოველთვის მუშაობს”, – ამბობს ჩხარტიშვილი. 

ინფორმაციისთვის, გურამიშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღეა გარემოვაჭრეების ნაწილი აკრძალვის მიუხედავად, ტეროტორიაზევ დგებიან და ვაჭრობას აგრძელებენ. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.