ახალი ამბები

კოვიდის შემთხვევებმა იმატა და საჭიროა სიფრთხილე – მარიამ გიუნაშვილი

კოვიდის შემთხვევები მომატებულია და აუცილებელია სიფრთხილე, – ამბობს გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი.

მისი თქმით, თავდაცვის საუკეთესო საშუალება ბუსტერ დოზით აცრაა. 

“საზოგადოების მხრიდან აუცილებელია სიფრთხილე. გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს კოვიდზე ტესტირება. კოვიდის ახალი ტალღის მიმართ საკმაოდ კარგი თავდაცვითი საშუალებაა ბუსტერ დოზით აცრა. შემთხვევების სიმცირემ არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება და სულ უნდა ვიჩენდეთ სიფრთხილეს.”

შეგახსენებთ, რომ გორში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 39, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.