ახალი ამბები

გორში, გურამიშვილის და ქართლის ქუჩაზე გარემოვაჭრეების დახლები აშალეს

გარემოვაჭრეებს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახლები დაუშალეს და ინვენტარი ტერიტორიიდან გაიტანეს.

ჭავჭავაძის, გურამიშვილის და ქართლის ქუჩებზე, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები წუხელ გვიან ღამით, პოლიციასთან ერთად გამოჩნდნენ.

მოვაჭრეების თქმით, მათ გაფრთხილება 2 დღის წინ მიიღეს. შეთავაზებულია ალტერნატიული ფართი, თუმცა,როგორც ამბობენ იქ მომხმარებელი არ დადის და გადასვლას აზრი არ აქვს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.