ახალი ამბები

ერთი თვეში, გორის ცენტრალურ სტადიონზე შუქი 3 სხვადასხვა შეხვედრაზე ჩაქრა

7 ივლისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობს სტადიონზე, უეფას კონფერენს ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, სადაც თბილისის „საბურთალოსა“ და ტირანას „პარტიზანის“ მატჩი მიმდინარეობდა, შუქი ჩაქრა. აღნიშნულმა ფაქტმა მატჩის მსვლელობა 10 წუთით შეაფერხა.

“მოზაიკასთან” საუბრისას, გორის ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურის მენეჯერი თენგიზ ბურჯანაძე განმარტავს, რომ პრობლემის გამომწვევი მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის.

„ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ რა იწვევს ამ პრობლემას და დროულად აღმოვფხვრათ ის. ჩვენ დავუკავშირდით ენერგო პრო ჯორჯიას და შევეცადეთ გაგვერკვია პრობლემის არსი. ამ ეტაპზე მთავარ მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ საღამოს საათებში ელექტრო ენერგიის მაღალი დატვირთულობის გამო, სტადიონის გენერატორებს დენის წყარო აღარ ჰყოფნის. თუმცა, ჩვენი კვლევის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა სერიოზული ხასიათის არ არის და განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს. მომავალში კონცენტრირებულები ვიქნებით, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე აღარ აღმოვჩნდეთ.“

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე გორის ცენტრალურ სტადიონზე შუქი სამ სხვა და სხვა შეხვედრაში ჩაქრა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.