ახალი ამბები

50 000 ლარით, ქარელის მერიამ ახალი კომპიუტერების შეძენა გადაწყვიტა 

ქარელის მერია ახალ კომპიუტერულ ტექნიკას ყიდულობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 52 838 ლარის დახარჯვას აპირებს. 

ტექნიკის შესაძენად უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია შეიძენს:

  • 18 პროცესორს 
  • 18 მონიტორს
  • 18 მაუსს
  • 18 კლავიატურას
  • 19 პრინტერს
  • 23 უწყვეტი კვების წყაროს
დატოვეთ კომენტარი