ახალი ამბები

“საბურთალოს” მატჩი გორის ცენტრალურ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 7 ივლისს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნულ შეხვედრაში თბილისის „საბურთალო“ ტირანას „პარტიზანს“ დაუპირისპირდება.

გულშემატკივრები მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენას tkt.ge-ზე და სტადიონის სალაროებში შეძლებენ.

სტადიონზე შესასვლელი კარი 18:30 საათიდან გაიღება.

შეგახსენებთ, რომ საბურთალო აღნიშნულ შეხვედრას გორში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გამო მართავს.

ფოტო: თბილისის „საბურთალოს“ ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

დატოვეთ კომენტარი
ტეგები