ახალი ამბები

ქვემო ხვედურეთის სკოლა მედალზე 5-მა გოგონამ დაამთავრა 

ქვემო ხვედურეთში მცხოვრებმა 5 მოსწავლე  მედალოსანია –  ორი მათგანი ვერცხლის მედალს, 3 კი ოქროს ელოდება. 

როგორც მათი კლასის დამრიგებელი ამბობს, სუთივე მათგანი სკოლის ყველა ეტაპზე სამაგალითო მოსწავლე იყო. 

“ჩემი კლასის მედალოსანმა გოგონებმა 9 კლასი დახურეს წარჩინებით და მაშინც მიიღეს კომპიუტერები საჩუქრად, რომელსაც მივიჩნევ ჩემს დიდ წარმატებად დღემდე. ასევე ძალიან დიდ წარმატებად მივიჩნევ რომ მყავს 5 მედალოსანი მეთორმეტე კლასელი”, – ამბობს  ნანა ელბაქიძე

ოქროს მედალოსნები არიან:

  • თაკო არხოშაშვილი
  • ანი ელბაქიძე
  • მარიამ ოქროშიაშვილი

 ვერცხლის მედალი მიიღებენ:

  • ლიკა იაკობაშვილი
  • ნათია არხოშაშვილი

“მედლის მიღება ნამდვილად არ იყო რთული. მთავარია, მიყვე სასწავლო გეგმას, მოინდომო და არ იზარმაცო”, – აღნიშნავენ გოგონები.

დატოვეთ კომენტარი