ახალი ამბები

კასპში მეან-გინეკოლოგის უფასო კონსულტაციები ჩატარდება

კასპში, გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგი ესმა კაშიბაძე უფასო კონსულტაციას ჩაატარებს – ამ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კონსულტაციები გინეკოლოგიურ საკითხებზე უფასო იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის. 

“პაციენტთა მიღება იწარმოებს 9 ივლისს, შაბათს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. ხოლო 10 ივლისს, კვირას, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე. კლინიკის მისამართია კასპი, გიორგი სააკაძის ქუჩა #58”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

უფასო კონსულტაციები ტარდება სათემო ცენტრ “კომლის” ნიციატივით და კასპის მუნიციპალიტეტის მერიი​ს მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი