ახალი ამბები

ტურისტები გორში სტუმრობისას კითხვარს შეავსებენ

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ქალაქში შემოსულ ტურისტებს კითხვარს შეავსებინებს.

სააგენტო განმარტებით, წინასწარ შედგენილი კითხვების საშუალებით, სხვადასხვა ობიექტებზე მოხდება ტურისტების გამოკითხვა, მათ ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს საკუთარი წინადადება, ან შენიშვნა, რომელიც რეაგირებისთვის სააგენტოში გაიგზავნება.

სააგენტოში ფიქრობენ, რომ ეს ფორმა, მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

“განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გორის მუნიციპალიტეტში მოგზაურობით დაინტერესებული ტურისტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მიზნით, ტურიზმის განყოფილებაში შექმნილი გვაქვს საზოგადოებრივი მონიტორიგის სამი ჯგუფი. უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ობიექტებში შემოსული ტურისტების, ჩვენს მიერ შედგენილი კითხვარის მიხედვით გამოკითხვა. მათ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს თვის ბოლოს რეაგირებისთვის, წერილობით ვაცნობებთ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.