ახალი ამბები

შეცვალეთ სამყარო უკეთესობისკენ – 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკა მოხალისეებს იწვევს

შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა სხვადასხვა პროფესიის და ასაკის მოხალისეებს იწვევს ბიბლიოთეკის სივრცეში, მათთვის აქტუალურ თემებზე სასაუბროდ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროცესში ჩართვა და სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა.

“ბიბლიოთეკას აქვს პოტენციალი გამოიწვიოს პოზიტიური ცვლილებები თემში, თუმცა ეს ადამიანური რესურსის გარეშე შეუძლებელია. გიწვევთ ასაკის და პროფესიის მიუხედავად ყველას. გახდით ბიბლიოთეკის მოხალისე, იზრუნეთ სხვა ადამიანებზე და შეცვალეთ სამყარო უკეთესობისკენ. დადგენილია, რომ მოხალისეობა პირველ რიგში დადებითად თავად მოხალისეზე აისახება”, – აცხადებს ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია

მოხალისეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSck6rZmsGQJ7W…/viewform

დატოვეთ კომენტარი