ახალი ამბები

გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტები, რომლებსაც ძალადობრივი ჯგუფი თავს დაესხა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური “ტვ მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის საქმეს სწავლობს, – ამის შესახებ “მოზაიკას” ჟურნალისტმა შოთიკო სადაღაშვილმა განუცხადა, რომელიც ინციდენტის დროს, ქარელში ოპერატორ თორნიკე გელიტაშვილთან ერთად მუშაობდა.

“დაგვიკავშირდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და ხვალ დაგვიბარეს გამოკითხვაზე მე და ჩემი ოპერატორი. გვკითხეს, გვაქვს თუ არა თავდასხმის სრული ჩანაწერი. ბუნებრივია მასალა გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახურს გადავცემთ,”– ამბობს შოთიკო სადაღაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუს თავს ქარელში, საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე დაუდგენელი პირები დაესხნენ, ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი რადიკალური და მოძალადეობრივი “ალტ ინფოს” წარმომადგენლები არიან და პრეტენზია მათ სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჰქონდათ. ჟურნალისტების თქმით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, თავდამსხმელებმა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურის დაზიანება სცადეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.