ახალი ამბები

1 500 000 ლარამდე თანხით ბულბულისციხემდე მისასვლელი გზა მოპირკეთდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა რომლის ღირებულებაც 1 422 463 ლარია

“სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად”, – ნათქვამია სადენდერო ხელშერულებაში

შესასრულებელი სამუშაოები დაყოფილია ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე შესრულდება 526 316 ლარის ღირებულების სამუშაოები;
  • მეორე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ხარჯი კი 2023 წლის ასიგნებებიდან დაიფარება. 
დატოვეთ კომენტარი