ახალი ამბები

ჟურნალისტებზე თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს პოლიციამ მართვის მოწმობა ჩამოართვა

“ტვ მონიტორინგზე” თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს ქარელის პოლიციამ მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, რადიკალური დაჯგუფების წევრი, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, ქარელის ქუჩებში ავტომობილს მთვრალი მართავდა.

ჯერჯერობით შსს-ში ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.