ახალი ამბები

ქარელის 6 სოფელში საბავშვო ბაღების რეაბილიტცია იგეგმება – ჩამონათვალი

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 7 სოფელში საბავშვო ბაღების შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. 

2022-2023 წლებში, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია იგეგმება:

  • აბანოში
  • ქვემო ხვედურეთში
  • ქვენატკოცაში
  • მოხისში
  • ბრეთში
  • რუისში (#2 და #3 საბავშვო ბაღები)

ახალი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება რუისში, #1 საბავშვო ბაღის ნაცვლად.

რაც შეეხება დვანის საბავშო ბაღს. მერია შენობის მდგრადობის ექსპერტიზის მომზადების შემდეგ, გადაწყვეტს ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტაროს თუ ახალი ააშენოს. 

ამავე ტენდერის მიხედვით, ქარელის მერია 11 ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციასაც აპირებს, რომლებიც მდებარეობენ:

  • ქარელში
  • ბებნისში
  • კეხიჯვარში
  • მოხისში
  • ბრეძაში
  • დვანში
  • დირბში
  • ბრეთის მეურნეობაში
  • აგარაში
  • ზემო ხვედურეთში
  • ზღუდერში

ჯამში, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდა 100 000 ლარამდე დაიხარჯება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.