ახალი ამბები

კასპში სკოლის მიმდებარედ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დამონტაჟება სურთ

“დღის განმავლობაში ბავშვები რამდენჯერმე გადადიან გზაზე საჭმლის საყიდლად, მანქანები სწრაფად მოძრაობენ”, – ამბობენ კასპის მე -2 სკოლაში და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დამონტაჟებას ითხოვენ.

პედაგოგების თქმით, სკოლა საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს, მოსწავლეებს კი მაღაზიამდე მისასვლელად ამ გზის გავლა უწევთ.

“სკოლის მიმდებარედ, ჭავჭავაძის ქუჩაზე ინტენსიური მოძრაობაა, უამრავი მანქანა გადაადგილდება, აქვე სკოლის შემოსასვლელია და სახიფათოა მოსწავლეებისთვის, გვინდა რომ დამონტაჟდეს ე.წ. მწოლიარე პოლიციელი”, – გვითხრა დოდო ჯანგავაძემ.

მასწავლებლები ფიქრობენ, რომ ბავშვებისთვის ყოველდღიურად აღნიშნულ გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.

“დასვენებების დროს გადადიან ხოლმე გზაზე, მაღაზიაში ან საცხობში, ჩქარობენ ხოლმე, რომ გაკვეთილზე დაბრუნება მოასწრონ. მანქანები სწრაფად დადიან და გვეშინია”, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

დატოვეთ კომენტარი