ახალი ამბები

კასპის 4 სოფელში საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა – ჩამონათვალი

კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლისთვის ატრაქციონების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.

ატრაქციონებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 57 401 ლარი გაითვალისწინა.

შერჩეულმა კომპანიამ ატრაქციონების მიწოდება და მონტაჟი უნდა მოახდინოს სოფლებში:

  • ბორტა
  • გამდლისწყარო
  • მრგავლიჭალა
  • თეძმისხევი.

სატენდერო პირობების მიხედვით, აღნიშნულ სოფლებში მოეწყობა ორ ადგილიანი საქანელა, სასრიალო, ორ ადგილიანი აიწონა-დაიწონა და სათამაშო ზამბარაზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.