ახალი ამბები

გორის “გორმა” კოლხეთის “ხობთან” ქულები დაკარგა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გორის “გორმა” უმასპინძლა კოლხეთის “ხობს” და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გორელებს 7 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, რომელიც 14 ტურის შეხვედრაში კოლხეთის ხობთან დასრულდა.

მე-14 ტურის შემდეგ გორელები ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებენ და დინამო 2-თან და კოლხეთი 1913-თან პირველ ადგილს ინაწილებენ 27 ქულით,

მომდევნო მე-15 ტურის შეხვედრას გორელები 10 ივლისს სტუმრად “მეშახტესთან” გამართავენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები