ახალი ამბები

ამბულატორია, სკვერი, სტადიონი – 3 პროექტი, რომელიც ხაშურის სოფლებში განხორციელდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს 3 პროექტს, რომელიც სურამში, ქვიშხეთში და ცხრამუხაში განხორციელდება. კერძოდ:

  • სურამში, მშვიდობის ქუჩის ბოლოს, ყოფილი საკირის ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და სატრენაჟორო სივრცე;
  • ქვიშხეთში მოეწყობა სამედიცინო პუნქტი, ამბულატორია;
  • ცხრამუხის სკოლის მიმდებარედ მოეწყობა მინი სტადიონი, კალათბურთის მოედნით და ფრენბურთის ბადით.

აღნიშნული პროექტები ხაშურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში შეირჩა.

“პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. პროექტი ხორციელდება საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით”.

დატოვეთ კომენტარი