ახალი ამბები

4 სოფელი, სადაც კასპის მერია საბავშვო სივრცეებს მოაწყობს

კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო სივრცეები მოეწყობა.

მერიამ უკვე შეარჩია კომპანია, რომელიც ამ სოფლებში ატრაქციონებს დაამონტაჟებს. სამუშაოებს შპს “ექსიმ მეიდი” განახორციელებს და ამისთვის 56 900 ლარს მიიღებს.

არსებული ინფორმაციით, საქანელები, ტირები და სხვა ატრაქციონები შემდეგ 4 სოფელში დამონტაჟდება:

  • ბორტა
  • გამდლისწყარო
  • მრგვალიჭალა
  • თეძმისხევი.

სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.