ახალი ამბები

რა პროექტები განხორციელდება გორში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში – ჩამონათვალი  

2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, გორის მერიამ ტენდერები გამოცხადდა. მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. 

“მოზაიკა” გთავაზობთ დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალს: 

  • გორში მუსხელიშვილის ქუჩაზე სკვერისა და მინიმოედნის მოწყობა;
  • ქვახვრელში ჩოგბურთისა და კალარბურთის მოედნის მოწყობა;
  • მღებრიანში მდინარე თეძამზე გადასასვლელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • სათემოში სკვერის მოწყობა;
  • ხიდისთავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გამაგრებითი და გორში მელიქიშვილის გამზირზე მდინარის გაბიონის მოწყობის სამუშაოები;
  • ახალდაბაში სკვერის მოწყობა;
  • არბოში მინი მოედნის მოწყობა;
  • პატარა გარეჯვარში სკვერის მოწყობა;
  • შინდისის გმირების ქუჩა N24-ის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია;
  • წმინდაწყლის დასახლებაში (მე-5 მიკრორაიონი საცხოვრებელი სახლი #10-სა და #10 ა-ს მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები.

მერიის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესიც.

“ამ ეტაპზე, პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აწარმოებენ საჭიროებების კვლევას და კონსულტაციას უწევენ მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტისთვის საინიციტივო წინადადებების მომზადების პროცესში”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის 2022“ – ის ფარგლებში 41 პროექტი განხორციელდება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა. მიმდინარე წლის პროგრამის ბიუჯეტი 3 მილონამდე ლარია, რომელიც 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.