ბლოგები

რა სიმტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ნევროპათოლოგს?

ავტორი: მანანა ქარსანაშვილი, ექიმი ნევროპათოლოგი

ნევროპათოლოგის მოქმედების არეალი ნერვული სისტემის დაავადებებს მოიცავს. ეს ძალიან მოცულობითი  ცნებაა. ნერვული სისტემა ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ერთობლიობას წარმოადგენს. ცალკე ფუნქციურ ერთეულად არის  მიჩნეული ე.წ. ავტონომიური ნერვული სისტემა, რომელიც ნაწილობრივ ცენტრალურიც არის და პერიფერიულიც.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაავადებების უდიდესი პროცენტი, რეალურად 90 ან მეტი, არის ქრონიკული და არა მორჩენადი. ისინი საჭიროებენ სწორ მართვას, ექიმთან დროულ ვიზიტებს და პაციენტის სრულად ჩართულობას ამ მართვის პროცესში. 

სწორედ ამიტომ მინდა ვისაუბროთ ყველაზე უფრო გავრცელებულ ნევროლოგიურ პათოლოგიებზე და გავარკვიოთ რა დონემდე შეგვიძლია საკუთარ თავს თვითონ დავეხმაროთ და როდის უნდა მივაკითხოთ ნევროპათოლოგს.     

დაღლილობა, სისუსტე                                           

ნებისმიერი გადატანილი ინფექციის შემდეგ, ორგანიზმს რჩება გამოფიტვის, სისუსტის შეგრძნება. ეს მეტად დამახასიათებელია კოვიდის გადატანის შემდგომი მდგომარეობებისთვის. ასეთ დროს, უმჯობესია, შევწყვიტოთ საკუთარ თავთან ბრძოლა, მივცეთ ჩვენს ორგანიზმს რეაბილიტაციის საშუალება – გვეძინება? დავიძინოთ! ადვილად ვიღლებით? დავისვენოთ! და ასევე, რაც მთავარია, თავი ავარიდოთ ნეგატივის ზღვას, რომელშიც გვიწევს არსებობა. მაგრამ თუ უმიზეზო დაღლილობა, ძილიანობა  დიდხანს გასტანს, მივმართოთ ნევროპათოლოგს ან ფსიქოლოგს.

უძილობა

უძილობა მთელი მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. აჩქარებული ტემპი და ცხოვრების წესი იწვევს ჩაძინების გაძნელებას, რასაც თან ერთვის ფორიაქი. 

საშუალოდ, ადამიანს უნდა ეძინოს 7-8 საათი, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. არიან ისტორიულად ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ცოტა ეძინათ, მაგრამ ეს მათ შრომისუნარიანობასა და მიღწევებზე არ აისახებოდა.მაგალითად,ნაპოლეონს 4 საათი ეძინა,მაგრამ ეს გამონაკლისებია  ასევე, არსებობენ,,ბუები“ და ,,ტოროლები“, ანუ უფრო აქტიურები დილით და ღამით. ნებისმიერ შემთხვევაში, შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, ხდება ადამიანების ადაპტირება ძილის იმ რეჟიმთან, როგორშიც უწევთ ცხოვრება.თუმცა ღამის ძილი შეუცვლელია.

უძილობასთან საბრძოლველად აუცილებელია, ძილთან მივიდეთ რელაქსირებულები,.ერთი და იგივე დროს  დავწვეთ და დაწოლამდე 2-4 საათით ადრე მივიღოთ საკვები. გახსოვდეთ დიდი ფიზიკური აქტივობა, ჭარბი საკვების მიღება და ნიკოტინი ხელს უშლის ჩაძინების პროცესს.

თუ საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს.   

შიში და შფოთვა

დღევანდელი საზოგადოება გამუდმებით შფოთავს.

შფოთვა და შიში უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. შიშს აქვს კონკრეტული, რაციონალური ან ირაციონალური, მაგრამ აქვს თავისი საგანი. შფოთვა სრულიად სხვა რამეა – ის უსაგნოა.

აქვე გავაცალკეოთ ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ,,ნევროზი“ ეწოდება. ეს არის ფსიქოგენური და ფუნქციური დაავადება ანუ ნევროზი არის შინაგანი კონფლიქტის კლინიკური გამოხატულება.

თუ ადამიანი ატყობს, რომ საკუთარ თავს და ემოციებს ვერ აკონტროლებს, უმჯობესია, მიმართოს ექიმს. 

შაკიკი

თავის ტკივილის ერთ ერთი გავრცელებული ფორმაა შაკიკი. არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, თუ ვის როდის დაემართება შაკიკის შეტევა. დაავადება შემთხვევათა 90-95%-ში არ იკურნება. უბრალოდ საჭიროა პაციენტმა ექიმის დახმარებით, შეძლოს მისი მართვა.

ზოგჯერ გარკვეული საკვები, დაღლილობა, შიმშილობა,ნ ერვიულობა შესაძლოა გახდეს შეტევის მაპროვოცირებელი ფაქტორი. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი მაპროვოცირებელ ფაქტორებს. 

ვთქვათ, ამ მიზეზების თავიდან არიდების მიუხედავად, არ ხეხდება შეტევების თავიდან არიდება, მაშინ საჭიროა ექიმის და პაციენტის აქტიური თანამშრომლობა.

თუ შეტევები ფიქსირდება წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად, მაშინ საკმარისია შეტევის დროს მკურნალობა. თუ ხშირია, მაშინ მიმდინარეობს პრევენციული მკურნალობა ანუ მართვა.

და ბოლოს, ნევროლოგია რთული დარგია, რამეთუ ტვინი წარმოადგენს ყველაზე რთულ ორგანოს. ნევროლოგიური დარღვევები და  მომართვის მიზანი მრავალფეროვანია.

დატოვეთ კომენტარი