ახალი ამბები

მოსათიბი ბალახი, დაზიანებული ლამპიონები – ფოტოები ხაშურის 9 აპრილის სკვერიდან

​ხაშურში, 9 აპრილის სკვერი მოსაწესრიგებელია – მოსათიბია ბალახი და დაზიანებულია ლამპიონები. როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, წელს სკვერი არ მოწესრიგებულა და ლამპიონებიც, დიდი ხანია, გატეხილია. 

9 აპრილის სკვერშივეა მოწყობილი სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის. რამდენიმე ატრაქციონის გარშემო კი გაზონები მოუვლელია.

ფაქტის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის მერიას დაუკავშირდა. როგორც უწყებაში გვითხრეს, “როგორც კი წვიმა გადაიღებს, 9 აპრილის სკვერის, პრობლემა აღმოიფხვრება”.

“ა(ა)იპ წყლისა და გამწვანების კომპანიას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია და როგორც კი წვიმა გადაიღებს, პრობლემა აღმოიფხვრება. ჩვენი ა(ა)იპ ორგანიზაციები დაკისრებულ მოვალეობებს ყოველთვის ზედმიწევნით და ოპერატიულად ასრულებენ. სკვერების მოვლა- პატრონობას დიდი ყურადღება ექცევა”, – გვითხრა თათია ძინძიბაძემ ხაშურის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი