ახალი ამბები

ხაშურში 60 000 ლარის ღირებულების ტრენაჟორების დაზიანების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

ხაშურში 60 000 ლარის ღირებულების ტრენაჟორების დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის მერიამ აცნობა.

უწყების ცნობით, მუნიციპალური ქონების დაზიანების ფაქტზე პოლიციას რეაგირება მერიამ სთხოვა.

“სკვერებში ატრაქციონებისა და სავარჯიშო მოწყობილობების დაზიანების შემდეგ, მუნიციპალური ქონების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მერიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, შემდგომი რეაგირების მიზნით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება”, – გვითხრა თათია ძინძიბაძემ, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, სკვერში განთავსებული ტრენაჟორების დაზიანების შესახებ ინფორმაცია 9 ივნისს გავრცელდა,

დატოვეთ კომენტარი
ტეგები