ახალი ამბები

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მოუვლელ ტერიტორიაზე სკვერი გაკეთდება 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის 64 375 გაითვალისწინა. 

“პროექტი განკუთვნილია  გორში, წმ.წყლის დასახლებაში, 5 მკრ ბინა 10-სა და 10ა-ს მიმდებარედ სკვერის
მოსაწყობად. ტერიტორიაზე მოსწორდება ზედაპირი და მოეწყობა დასასვენებელი სკვერი, სკამებით, საქანელებით, ატრქციონით, აიწონა – დაიწონათი, ასევე უნდა მოეწყოს განათება. 8 ცალი ლამპიონი, 10 სკამი და ნაგვის ურნა. დაიდგას ე.წ “ბესეტკა””,
– ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ტერიტორია, რომელზეც სკვერის მოწყობა იგეგმება მოუვლელი და დანაგვიანებულია. ადგლობრივები აღნიშნული ადგილის მოწესრიგებას დიდი ხანია ითხოვდნენ. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.