ახალი ამბები

ქარელის ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს დასრულება

„ქარელის ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნათია მაწონაძემ ისაუბრა.

ის ასევე გამოეხმაურა, ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის” წევრის ვასილ ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ჯობდა ჯერ შიდა გაყვანილობის მოწყობა და შემდეგ ასფალტის დაგება.

მაწონაძის განმარტებით, სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

“რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, სამუშაოები დასრულდება აგვისტოს თვის შუა რიცხვებამდე. ასფალტის საფარი კი, დაუბრუნდება თავდაპირველ სახეს. ასევე განვმარტავთ, რომ გზების დეპარტამენტის მიერ ასფალტის საფარის დაგება მოხდა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე სადაც არ საჭიროებს გზის გადაჭრას. შესაბამისად, თანხების არამიზნობრივი ხარჯვის არც მერიის და არც სახელმწიფო უწყების მხრიდან არ ხორციელდება”, – განაცხადა ნათია მაწონაძემ, ქარელის მერის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი