ახალი ამბები

რუისის სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის ქარელის მერია 77 000 ლარამდე დახარჯავს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ რუისის სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 76 700 ლარია.

“პროექტი ითვალისწინებს არსებული ამორტიზებული ხის იატაკის და სცენის დემონტაჟს, ასევე ფანჯრების დემონტაჟს და შეცვლას, ასევე საშხაპის შემრევის და ელექტრო ჩამრთველის შეცვლას და ა.შ”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერზე წინადადებების მიღება 30 ივნისს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას, სამუშაოების დასასრულებლად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 70 დღე მიეცემა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.