ახალი ამბები

ხაშურის ახალ სტადიონზე, “ივერიის” და “გლდანის” შეხვედრა ჩხუბში გადაიზარდა

დღეს ხაშურის ახლადგახსნილ სტადიონზე რეგიონალური ლიგის მეათე ტურის შეხვედრა გაიმართა, ხაშურის “ივერიასა” და ცხრილის ლიდერს თბილისის “გლდანს” შორის.

სტუმარი გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის საქციელს “ივერიის” გულშემატკივართა პროტესტი მოყვა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო “ტვ ივერიამ” გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ შევარდა ერთ-ერთი გულშემატკივარი მოედანზე, რასაც ვითარების დაძაბვა და ჩზუბი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის “ივერია” გათამაშებაში 16 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.