ახალი ამბები

ხაშურში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულ ფეხბურთელს სახეზე ნაკერები დაადეს

ხაშურის ცენტრალურ სტადიონზე, ხაშურის “ივერიასა” და თბილისის “გლდანს” შორის საფხებურთო მატჩი, ადგილბრივ გულშემატკვირსა და თბილისის ,,გლდანის” ფეხბურთელებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.

საფეხბურთო მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთი მიმდინარებდა, ანგარიში 2:2 იყო, რა დროსაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტადიონზე მინის ბოთლი ისროლა, რომელიც სტუმრების მეკარემ აიღო და ტრიბუნისკენ გაისროლა, თუმცა ბოთლი ხაშურის “ივერიას” ფეხბურთელს სანდრო ხაჩიძეს მოხვდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ სტადიონზე შეიჭრა გულშემატკივარი და საფეხბურთო მატჩი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი ინციდენტის გამო, ფეხბურთის ფედერაციამ შესაძლოა ორივე საფეხბურთო კლუბს დისკვალიფიკაცია მისცეს.

დაშვაბული ფეხბურთელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას სახის არეში ორი ნაკერი დაადეს და ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.