ახალი ამბები

ქორდში მცხოვრებლები გაჩერების დამატებას ითხოვენ

ავტორი: სოფო ასკილაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მოსახლეობა ამბობს, რომ მოსაცდელების რაოდენობა არასაკმარისია და ამის გამო, ხშირად ტრანსპორტით სარგებლობისას პრობლემები ექმნებათ.

”ჩემთვის, როგორც აბიტურიენტისათვის, რომელსაც ხშირად უწევს რეპეტიტორებთან სიარული, ტრანსპორტის გამოყენება განსაკუთრებით რთულია გაჩერების არქონის გამო, რადგან ხშირად წვიმაში, თოვლსა და ქარში მიწევს მარშუტკას დაველოდო. კარგი იქნება გაჩერების დამატება, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს პროექტი უკვე არსებობდა და 1 გაჩერებაზე მეტი არ გაკეთდა”, – ამბობს მედეა მახათაძე.

ინფორმაციისთვის, ქორდში ტრანსპორტის მოსაცდელი დაახლოებით 2 წლის წინ გააკეთეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მთელ სოფელში, მხოლოდ ეს ერთი გაჩერებაა და ადგილობრივების ნაწილს იქამდე მისასვლელად გრძელი გზის გავლა უწევთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.