ახალი ამბები

ვისი ბრძანებით არის შესაძლებელი სააგენტოს ახალი დირექტორის დანიშვნა?

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ახალი დირექტორის დანიშვნისთვის აუცილებელია რეგიონის 3-მმა მუნიციპალიტეტის მერმა მაინც დაუჭიროს მხარი კანდიდატს.

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს წესდებაშია მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, დირექტორს ნიშნავს საერთო კრება, რომლის შემადგენლობაშიც არიან გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მერები.

“დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს საერთო კრება. შერჩეული დირექტორის კანდიდატურას საერთო კრება მისი შემადგენლობის არანაკლებ 3/4-ს გადაწყვეტილებით, უფორმებს სააგენტოს მართვის დავალების ხელშეკრულებას. დავალების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ვადით ან უვადოდ”, – აღნიშნულია სააგენტოს წესდებაში.

ამავე წესდებიდან ირკვევა, რომ საერთო კრებას სააგენტოს დაფუძნების პირველ წელს თავმჯდომარეობს გორის მუნიციპალიტეტი. სააგენტო ოფიციალურად 2021 წლის 2 ივლისს დაფუძნდა.

თამარ აფციაურის დირექტორად დანიშვნას მხარი დაუჭირა გორის იმჟამინდელმა მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორობის კანდიდატი ბაქარ გიუნაშვილია. წესდების მიხედვით, იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი მისი დირექტორად დანიშვნა, თუ შიდა ქართლის 3 მუნიციპალიტეტის მერი მაინც დაუჭერს მხარს მის კანდიდატურას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.