ახალი ამბები

“ოცნების”  ქალთა ორგანიზაციას შიდა ქართლში თამარ მურალოვა უხელმძღვანელებს 

“ქართული ოცნების” ქალთა ორაგანიზაციამ რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები აირჩია. შიდა ქართლში რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამარ მურალოვა დაინიშნა. 

“თამარი დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში. სოფელ ძევერის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ძევერის საშუალო სკოლის პედაგოგად, გორის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსად, გორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის სოციალური განყოფილების უფროსად”, – ნათქვამია ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციითსვის, “ქართული ოცნების” ქალთ ორგანიზაციამ 5 ივნისს, გორში კონფერენცია გამართა. კონფერენციას “ქართული ოცნების” ლიდერი ქალები უძღვებოდნენ და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ქალი წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.