ახალი ამბები

თამარ აფციაური სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას

თამარ აფციაური შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას. ის დღეს სამსახურში გამოცხადდა.

“რაღაც საქმეზეა გასული”, – ასე უპასუხა სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა “მოზაიკას” სატელეფონო ზარს.

გავრცელებული ინფორმაციით, თამარ აფციაურს თანამდებობის დატოვება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა სთხოვეს. მის ნაცვლად კი, სააგენტოს დირექტორად ბაქარ გიუნაშვილის დანიშვნა იგეგმება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.