ახალი ამბები

რუისში საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება – ქარელის მერია

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მოსახლეობა საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციას ითხოვს.

“საჭიდაო დარბაზს სადაც 45 ბავშვი ვარჯიშობს არ აქვს სათანადო პირობები, დარბაზში დაზიანებულია იატაკი და საჭიდაო ტატამი. დარბაზში, სადაც ცნობილი ძიუდოისტები ბექა და პაატა ღვინიაშვილები ვარჯიშობდნენ ასეთი პირობებში არ უნდა იყოს”, – ამბობენ რუისელები.

ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის განმარტებით, უწყებამ ამ პრობლემის შესახებ იცის.

“გამოცხადებული გვაქვს ტენდერი უკვე, როგორც ტატამის შესაძენად, ასევე დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვაზეც და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება”, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი