ახალი ამბები

ხაშურის ცენტრალურ სტადიონზე 1-ელ ივნისს საფეხბურთო მატჩი გაიმართება

ხაშურის ახლადრეაბილიტირებულ სტადიონზე 1-ელ ივნისს საფეხბურთო მატჩი გაიმართება.

“ხაშურის საფეხბურთო გუნდი “ივერია” თბილისის გუნდს – “ვარკეთილი 2″ დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება”, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მშენებლობა, მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

დატოვეთ კომენტარი