ახალი ამბები

გორში გმირების მემორიალი გაძარცვეს 

გორში, გორის ციხის მიმდებარედ, გმირების მემორიალი გაძარცვეს. 

ადგილზე მისულ დამთავრიელებელს ძეგლები დაზიანებული და გაძარცვული დახვდათ. 

აღნიშნულ ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ანი ბალიაშვილი გამოეხმაურა. 

“ევროკავშირის 2 მილიონიანი გრანტი გორის მუნიციპალიტეტს სწორედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადაეცა, თუმცა ამ დრომდე, დაუცველია მთელი ეს ტერიტორია. არადა მოწესრიგების შემდეგ დაცვის სისტემის შემუშავება იყო შესაძლებელი”, – ამბობს ბალიაშვილი. 

ინფორმაციისთვის, მემორიალიდან ლითონის კონსტრუქციის ნაწილი, კერძოდ, ხმლები მოიპარეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 

დატოვეთ კომენტარი