ახალი ამბები

კასპში მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება

“რომელ საუკუნეში ვართ, ადამიანს წყალი გენატრებოდეს?”, – ამბობს კასპის ერთ-ერთი მაცხოვრებელი. როგორც ცნობილია, ქალაქს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ნანა ზაქარიძე ამბობს, რომ წყალი მხოლოდ დილით და საღამოს მიეწოდებათ 3-3 საათით.

“იმედია კასპის მუნიციპალიტეტის მერია იფიქრებს, რომ ქალაქ 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეს. ახლა რა გვიშავს, ზაფხულში უარესია, როცა დაცხება 10 წუთიღა მოდის ხოლმე წყალი. დასალევი წყლის ავსებასაც ვერ ვასწრებთ ხოლმე. რომელ საუკუნეში ვართ, წყალი გენატრებოდეს ადამიანს?”, – აცხადებს ნანა ზაქარიძე.

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა წლებია არსებობს, მოსახლეობა ყოველწლიურად იღებს დაპირებას მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან, თუმცა მილაძის თქმით, “წყლის პრობლემის მოგვარება მარადიულ დაპირებად იქცა”.

“წლებია უკვე, რაც კასპის მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდებათ წყალი. აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობდნენ, თუმცა დამატებითი რეზერვუარების დადგმამ მოსახლეობის პრობლემა ვერ მოაგვარა. ადგილობრივები ღიად საუბრობენ აღნიშნულ პრობლემაზე, თუმცა მშველელი არსაიდან არ ჩანს”, – ამბობს ირაკლი მილაძე.

მისივე ინფორმაციით, წყალი კასპში დილის 8-11 საათამდე მოდის, მთელი დღე გათიშულია და საღამოს 18:00 საათიდან ირთვება ხელახლა, საღამოს 11 საათამდე კი, ისევ ითიშება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.