ახალი ამბები

ხაშურის სამუსიკო სკოლის ტერიტორიის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება – მერია

ხაშურის მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება. მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 317 747 ლარი იხარჯება.

“პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდება, ფილებით, მოეწყობა შადრევანი, დამონტაჟდება სკამები , ასევე გაკეთდება საპარკინგე ადგილები. მუსიკალური სკოლის ტერიტორიაზე გაკეთდება კიბე, რომელსაც სიმბოლურად კლავიშების ფორმა ექნება”, – განმარტავს მერია.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოებს ინდ.მეწარმე შორენა თაბაგარი ასრულებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი