ახალი ამბები

„ქალაქში აუცილებელია ე.წ ჭკვიანი კამერების დამონტაჟება”

“უახლოეს სხდომაზე ვგეგმავთ დავაყენოთ საკითხი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი მოვიწვიოთ”, – ამის შესახებ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ეკა პაპუაშვილი აცხადებს.

“მას შემდეგ რაც ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მოსახლეობაში კიდე უფრო აქტუალური გახდა ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი გზები, საგზაო ინფრასტრუქტურის არ არსებობა, რის გამოც სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აქტიურად გამოთქვამენ უკმაყოფილებას”, – ამბობს ეკატერინა პაპუაშვილი.

მისი თქმით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში აუცილებელია ე.წ ჭკვიანი კამერების მონტაჟი და რაც მთავარია აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კონტროლის საპატრულო პოლიციის მხრიდან.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი