ახალი ამბები

სამთავისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია კომპანიასა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს შპს მშენებელი ახორციელებს, რომელთანაც მერიამ 326 001- ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“პროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები: გარე სადემონტაჟო სამუშაოები, შიდა სადემონტაჟო სამუშაოები, ჭერებში მოეწყოს თაბაშირმუყაოს შეკიდული ჭერი ლითონის კარკასზე, კედლებთან ერთად დამუშავდეს შეიფითხოს და შეიღებოს წყალემულსიური საღებავით. იატაკებზე გამოყენებულ იქნას ეკოლოგიურად სუფთა ლამინატი, ხაოიანი ტექნოგრანიტი და კერამიკული ფილები”, – ვკითხულობთ რეაბილიტაციის პროექტში.

კასპის მერიამ “მშენებელთან” ხელშეკრულება 28 მარტს გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.