ახალი ამბები

„გუნდის დაშლაზე გადაწყვეტილება ცხელ გულზე გაჟღერდა”

„გუნდის დაშლაზე გადაწყვეტილება ცხელ გულზე გაჟღერდა”, – ამის შესახებ, სურამის რაგბის გუნდი “მგლების” დირექტორმა ვანო ხარაზიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სოციალურ ქსელში გუნდის დაშლის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა.

“გუნდის დაშლაზე გადაწყვეტილება ცხელ გულზე გაჟღერდა. არავის გვინდა, რომ ეს გუნდი დაიშალოს და ვფიქრობ არც დაიშლება. ჩვენი მწირი ბიუჯეტით ვწვალობთ, ბავშვებს ელემენტარული პირობები შევუქმნათ და ვიღაც მოდის და მსგავს ცუდ რამეს აკეთებს, თავი შურაცხყოფილად ვიგრძენით თითოეულმა ჩვენგანმა. ეს არ უნდა ხდებოდეს მომავალ თაობას პარავ, ართმევ, უკლავ ჟინს, იმისა, რომ მომავალს სპორტული ჟინით შეხვდეს”.- აცხადებს გუნდის დირექტორი ვანო ხარაზიშვილი.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში სტადიონის გასახდელი რამდენჯერმე გაიქურდა.

დატოვეთ კომენტარი