ახალი ამბები

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს გორში?

26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები გორში 11:00 საათიდან დაიწყება. “მოზაიკა” გთავაზობთ მთელი დღის ანონსს.

მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა:

  • – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა;
  • – ღვინის დეგუსტაცია და მოსასვენებლი სივრცე;
  • – კოსტიუმირებული მუსიკალური ჩავლები;
  • – საბავშვო გასართობი სივრცეები;
  • – საგამოფენო სივრცეები და ინსტალაციები;
  • – ფოტოსტენდები;

პარალელურად, დაგეგმილია სცენის აქტივობები, რომლებიც ასევე 11:00 საათიდან დაიწყება:

  • 11:00 – ადგილობრივი ანსამბლები;
  • 12:00 – საბავშვო კონცერტი;
  • 13:00 – ადგილობრივი ანსამბლები;
  • 17:00 – ევროკავშირის ჰიმნის შესრულება;
  • 17:10 – საქართველოს ჰიმნი და საზეიმო აღნიშვნა (ბუშტების გაშვების პერფორმანსი)
  • 18:00 – საღამოს კონცერტი

დაკსვნით კონცერტზე იმღერებენ:

  • – ნინი ბადურაშვილი;
  • – ნოდიკო ტატიშვილი;
  • – გიორგი ნადიბაიძე;
  • – ოთო ნემსაძე ბენდით;
  • – მიქსტურა;
  • – მაგდა ნიკოლაიშვილი.

დაგეგმილი აქტივობების გამო,  შეიცვალა ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც – N2, N2ა და N5ა ავტობუსები, ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაცვლად, ცაბაძისა და ამილახვრის ქუჩებს გაივლიან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.