ახალი ამბები

გორში ავტოფარეხი, კასპში კი სურსათის მაღაზია გაქურდეს 

გორსა და კასპში ერთ ღამეში ქურდობის ორი შემთხვევა მოხდა. 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ავტოფარეხი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ავტოფარეხიდან მანქანის საბურავები წაიღეს. 

ამავე ღამეს ქურდობის ფაქტი მოხდა კასპშიც. “მოზაიკას” ინფორმაციით, ერთ-ერთი მაღაზიიდან სასმელები წაიღეს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები